კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობას“ ყველანაირი გასაღები დაკარგული აქვს

ნახვები: 507 გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობას“ ყველანაირი გასაღები დაკარგული აქვს

ოპოზიციურ ფლანგზე ცუდი მდგომარეობაა, არცერთ ქვეყანას ისეთი პროცესების განვითარებას არ ვუსურვებდი, როგორიც საქართველოშია, ოპოზიციის დიდი ნაწილი გაერთიანებულია რევოლუციურ კომიტეტში – საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ახორციელებს, დაპირისპირების სხვადასხვა კერას ქმნის და ამ დაპირისპირებიდან მაქსიმალურის მიღებას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მხოლოდ ერთი გასაღები არსებობს „ნაცმოძრაობისთვის“ – კეზერაშვილის ფული.

„სად აქვს, რა გასაღები იპოვა და რა დაკარგა ლევან ხაბეიშვილმა, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დაპირისპირების გაღვივება უკავშირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობის ამოცანას, რაც დღეს რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. „ნაცმოძრაობაში“ არავის აღარ ეპატიჟებიან, დაამთავრეს. მიპატიჟება აღარ არსებობს, თქვეს, რომ მთავარი მოკავშირეა ქართველი ხალხი და არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის განხილული „ნაცმოძრაობის“ დონეზე, რომ რაიმე ღირებულს წარმოადგენდეს პოლიტიკურ ველზე და ყველა იქით უნდა მოვიდეს – ზოგი ქამარშეხსნილი, ზოგი განცხადებებით, ზოგი საღებავებით, ზოგი „შვიშტოკებით“. ეს შეიძლება მიიღონ და მათ კარი გაუღონ, თუ ამ ატრიბუტიკიდან რაიმე ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობას“ არავინ სჭირდებაო, ხაბეიშვილი ამბობს. მათ ამის უკან რაც სჭირდებათ, ყველაფერი აქვთ – კეზერაშვილის თანხები, მერაბიშვილის პოლიტლიდერშიფი. თუ რომან გოცირიძე „შვიშტოკს“ აიღებს, რომელიც ჯიბეში ედო, ან ელენე ხოშტარია მეტ საღებავს შეისყიდის რუსული რუბლებით, ან ზურაბ ჯაფარიძის მეშვეობით უფრო მეტი ხალხი ჩაიხდის შარვალს, ან მეტ მოჭიდავეზე ისაუბრებს ნორმებიდან გასული გიორგი ვაშაძე, ეს იქნება ის „ნაცმოძრაობის“ მწირი შემადგენელი ნაწილი და პატარა გასაღებებს ჩამოურიგებენ. მთავარი გასაღები, რაზეც ხაბეიშვილი საუბრობს, არ გააჩნიათ. „ნაცმოძრაობას“ გასაღები მთლიანად დაკარგული აქვს. ცდილობენ, რომ ამ გასაღებზე ძალუმად ილაპარაკონ. მხოლოდ ერთი გასაღები არსებობს – კეზერაშვილის ფული, მერაბიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სხვა „ნაცმოძრაობას“ ყველანაირი გასაღები დაკარგული აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა