კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ფულს როცა დაკარგავს ყველა რუსი, რომლის კრემლთან თანამშრომლობამაც რუსული აგრესიისთვის საფუძველი შექმნა, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული

ნახვები: 577 ვოლოდიმირ ზელენსკი - ფულს როცა დაკარგავს ყველა რუსი, რომლის კრემლთან თანამშრომლობამაც რუსული აგრესიისთვის საფუძველი შექმნა, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული

დადგა ინტეგრაციისა და უსაფრთხოების დრო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას გადადგმული აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯები, რომლებიც აძლიერებენ ქვეყნის პოზიციებს ერთდროულად რამდენიმე სფეროში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის ინიციატივას რუსეთის სახელმწიფოს ქონების კონფისკაციისა და უკრაინისთვის რეპარაციის სახით გადაცემის შესახებ.

„რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელი. როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული – ისინი იგრძნობენ, რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს სიცოცხლეს და არ ნანობენ, როცა ადამიანები იღუპებიან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა