კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რა მოხდა სინამდვილეში რუსთაველზე - "ქართული ოცნება" მსხვერპლად ლაზარეს ირჩევს

ნახვები: 710 რა მოხდა სინამდვილეში რუსთაველზე - "ქართული ოცნება" მსხვერპლად ლაზარეს ირჩევს

ვინ დაწვა პოლიციელის მანქანები  რუსთაველის გამზირზე და ხომ არ იყოს ეს გამიზნული ქმედება, რომ შემდეგ აქციის მონაწილეებისთვის მანქანების ძარცვა და დაწვა დაებრალებინათ? -   "შაბათის ეთერმა" მოიპოვა კადრები, რომელიც  თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა გადაიღო. ის ამბობს, რომ პოლიციის მანქანებს ვინც წვავდა, სავარაუდოდ, წინასწარ მიყვანილი ჯგუფი იყო, რომელსაც აქციასთან კავშირი არ ჰქონია 

არსებობს კიდევ ერთ მოწმე, რომელმაც დაინახა, როგორ ცლიდნენ პოლიციელების მანქანებს ვიდრე ის დაიწვებოდა. გიორგი ჯვარშეიშვილის ჩვენება ლაზარეს საქმეს თავდაყირა აყენებს. გიორგი იმ დღეს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად ქართლი ოცნების  მიერ მიღებულ რუსულ კანონს აპროტესტებდა. "თბილისი მარიოტთან"  მყოფმა  საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩხრეკდნენ კრიმპოლის თანამშრომლები თეთრი  ფერის "ტოიოტა კოროლას". 

გიორგის მონაყოლს ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალები. ვიდეოკადრები რესტორან "ზოდიქოს" სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ჩანაწერი უხარისხოა, სახეების გარჩევა რთულია, მაგრამ სილუეტები კარგად ჩანს. მანქანასთან რამდენიმე ადამიანი მიდის, ჯერ საბარგულს აღებენ, შემდეგ სალონს. რამდენიმე წუთი მანქანას ამოწმებენ, ნაწილი რჩება, მეორე ნაწილი გადის ტერიტორიიდან. ძალიან მალე კი თეთრი "ტოიოტა კოროლა" საერთოდ გაჰყავთ ადგილიდან.

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა