კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„არაადეკვატური უნდა იყოს, როდესაც ჩამოდის საქართველოში და იცის, ელოდება საპყრობილე“ - „ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილზე

ნახვები: 434 „არაადეკვატური უნდა იყოს, როდესაც ჩამოდის საქართველოში და იცის, ელოდება საპყრობილე“ - „ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილზე

„დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ", - განაცხადა დღეს, 6 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასა და პრემიერის ღია წერილზე საუბრისას.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა წერილში ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურად აღწერა.

„პრემიერ-მინისტრი საუბრობს ლოგიკურად იმაზე, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ადამიანი, როდესაც ჩამოდის საქართველოში, იცის, რომ ელოდება საპყრობილე და იმას არ აკეთებს საჯაროდ. ეს მან ვერ გააკეთა და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა.

დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ და როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას.

როდესაც იხილა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას, ის იქნა დაკავებული და ეს ყველაფერი გააცნობიერა, ბუნებრივია, მიხვდა, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რაც დაიმსახურა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა