თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას, სათანადოდ იქნა შესრულებული, დეპოლარიზაცია მსოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება

ნახვები: 577 ირაკლი კობახიძე - პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას, სათანადოდ იქნა შესრულებული, დეპოლარიზაცია მსოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება

იმედი გვაქვს, დღეს ჩვენი მიღწევები სათანადოდ იქნება შეფასებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და დღეს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყველა პუნქტს პირნათლად ვასრულებთ. არის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობაში ცვლილებას და ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ისეთ პუნქტებს, რომლებიც არ უკავშირდება კანონების მიღებას, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული პუნქტების შესრულება. იგივე დეპოლარიზაცია მსოლოდ ჩვენ მიერ ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი შეფასებები. მაგრამ რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, იქ ყველა პუნქტი იქნა პირნათლად შესრულებული. თუ სადმე იქნება კითხვები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. თუ იქნება დამატებითი დახვეწის ინტერესი, აქაც, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დღეს ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ შეფასებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა