კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

ნახვები: 524 კელი დეგნანი - აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

„ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ მოქმედ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ წინ წასწია ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილს აქვს შეწყალების პრეროგატივა. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ თავიდანვე შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით. მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა