თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მეოთხედფინალთან ახლოს - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ზე ბელგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ნახვები: 872 მეოთხედფინალთან ახლოს - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023-ზე ბელგიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა.

 

ამ მატჩში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა, თამაშს 41 881-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი „დინამო არენაზე“. ქართველებისთვის შეხვედრის პირველი ტაიმი არასასიამოვნო სცენარით წარიმართა. ბელგიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და შექმნილი არაერთი მომენტიდან ორით ისარგებლეს.

მე-15 წუთზე ასტერ ვრანცკის პასით კარის წინ მარტო დარჩენილმა მაქსიმ დე კუიპერმა ბელგია დააწინაურა. 38-ე წუთზე კი დე კუიპერის გადაცემით ლარჟი რამაზანმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რამაზ სვანაძემ შეტევების გასაძლიერებლად და თამაშის გადასარჩენად მოედანზე პირველი მატჩის ერთ-ერთი გმირი – გიორგი წიტაიშვილი შეიყვანა, ასევე, ნიკა გაგნიძე და გიორგი გოჩოლეიშვილი. ამან შედეგი გამოიღო, 52-ე წუთზე სხვაობა საჯარიმოს ახლოდან ძლიერი დარტყმით  წიტაიშვილმა შეამცირა.

64-ე წუთზე ქართველების შეტევა ზურიკო დავითაშვილმა განავითარა და მეკარესთან პირისპირ აზაროვი დატოვა, მაგრამ მან შესანიშნავი მომენტით ვერ ისარგებლა.

87-ე წუთზე სვანაძის გუნდის შეტევამ შედეგი გამოიღო – აზაროვის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა გულიაშვილმა წონასწორობა აღადგინა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 27 ივნისს, ნიდერლანდებთან გამართავს. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 4 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს 2-2 ქულით ბელგია და ნიდერლანდები იყოფენ, ხოლო პორტუგალია 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა. რამაზ სვანაძის გუნდს მომდევნო ეტაპზე, მეოთხედფინალში გასასვლელად უკანასკნელ შეხვედრაში ფრეც აძლევს ხელს.

 

 

 

საქართველო – ბელგია 2:2

გოლები: დე კუიპერი (15. ვრანცკის პასით), რამაზანი (38. დე კუიპერის პასით), წიტაიშვილი (52. გოჩოლეიშვილის პასით), გულიაშვილი (87. აზაროვის პასით)

საქართველო U21: გიორგი მამარდაშვილი, საბა ხვადაგიანი (48. გიორგი გოჩოლეიშვილი), ალექსანდრე კალანდაძე, ივა გელაშვილი (81. ნოდარ ლომინაძე), საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე (47. ნიკა გაგნიძე (75. გიორგი გულიაშვილი)), ირაკლი აზაროვი, გიორგი მოისწრაფიშვილი (47. გიორგი წიტაიშვილი), გიორგი გაგუა.

ბელგია U21: მაარტენ ვანდევოორდტი, უგო სიკე (81. ვან დერ ბრემტი), ზენო დებასტი (79. ამენ ალ დახილი), კონი დე ვინტერი, მაქსიმ დე კუიპერი, შარლე დე კეტელარე, მანდელა კეიტა, ასტერ ვრანცკი, მიკელ-ანჟე ბალიკვიშა, ლუის ოპენდა,

ლარჟი რამაზანი (71. ნიკოლას რასკინი).

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა