კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე

ნახვები: 593 სალომე სამადაშვილი - მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს.

სამადაშვილის თქმით, ის ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.

„მე დაკავებული ვარ ჩემი ქვეყნის პრობლემებით, იმით, რომ საქართველო დღეს არის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე, იმით, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება, სჭირდება უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცება იმ საფრთხეების ფონზე, რომელიც რუსეთში შეიძლება, განვითარდეს უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი საზრუნავი და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი სააკაშვილის განცხადებაზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება, გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის მილიონობით გმირის სულისკვეთება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა