კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ

ნახვები: 568 შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოში ელჩის ამ დრომდე არდანიშვნა არამეგობრული ნაბიჯია.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე, რის შემდეგაც უკვე ერთი წელი შესრულდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინას საქართველოში ელჩის სახით წარმომადგენელი ამ დრომდე არ ჰყავს.

„რა თქმა უნდა, როდესაც დღემდე არ არის ელჩი დანიშნული, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. როდესაც ამ დროს ხდება ქართველი ხალხის მიმართ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, თავიდან ელჩის გაწვევა და შემდეგ, ამდენი ხანი უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ არ ჰყავს აქ ელჩის სახით, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა