კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში

ნახვები: 566 ვოლოდიმირ ზელენსკი - ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში

ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უკრაინა ვერასდროს გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში უკრაინა ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნება.

„სიენენთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის გადაწყვეტილების მიმღები იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში.

„ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა