კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - სასამართლომ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ნახვები: 486 თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - სასამართლომ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაცვის მხარე გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ თანხები არ მიუთვისებიათ და ფული კოვიდ პანდემიის დროს კლინკურ ინფრასტრუქტურაში დახარჯეს.  

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. 

სამივე დაკავებულს - ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილს და გიორგი ყეინაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა