ზურაბ ჯაფარიძე - მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი, ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან - „აქციებთან დაკავშირებით“ დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება
ირაკლი კობახიძe: ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა
ოცნება ჩიხშია, პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდებს - ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს
ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას
21 მაისამდე საქართველოში შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მომიტინგე - უცნობი ბანდის წევრები ნიღბებით მშვიდობიან მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
Enemy keeps one warship in Black Sea

არც ერთი თავშესაფარი საქართველოს მოქალაქეებს!

07.27.2023 | 17:16 ნახვები: 2189

როგორც თავის დროზე შეგვპირდა ბორენკა ივანიშვილი, საქართველომ მსოფლიო და პირველ რიგში ევროპა, მართლაც გააოცა.

ოღონდ, არა უსაზღვრო და სრულყოფილი დემოკრატიით, ან წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდით, ამ ტექნოლოგიური პროგრესით. არა დიდი სპორტული თუ მუსიკალური მიღწევებით. ერთი სიტყვით, არა რამე კარგით და ღირსეულით.

ქართველებმა გააოცეს სამყარო და ევროპა იმით, რომ როგორც იქნა რაღაცაში დაიმსახურეს უპირობო ლიდერობა  - ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაში.

ქართველებმა ამ კუთხით ყველა უკან მოიტოვეს - ავღანეთი, პაკისტანი, ნიგერია, ბანგლადეში, სომალი და სხვა ღირსეული და ღრმად პატივცემული ქვეყნები.

უპირატესობა არის აბსოლუტურ ციფრებში - თავშესაფრის მაძიებელთა შორის ქართველი მეტია, ვიდრე ავღანელი, ნიგერიელი, პაკისტანელი, სომალელი, და ა.შ.

ეს მონაცემები რომ გადავიტანოთ პროპორციებში - სურათი კიდევ უფრო საამაყო იქნება - საქართველოს მოსახლეობა 3,7 მლნ.-ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც ხსენებულ ქვეყნებში ათობით და ასობით მილიონია.

ქართველების წილი თავშესაფრის მაძიებელთა მთლიან რაოდენობაში - არაპროპორციულზე არაპროპორციულად მაღალია.

ამ სიმახინჯეს აქვს 2 ახსნა.

ახსნა პირველი - ტრადიციული და ყველაზე პოპულარული. მთავრობის ბრალია.

მთავრობა გვყავს ცუდი, ვერ უქმნის მოქალაქეების შესაბამის პირობებს, და ისინი იძულებულები არიან ქვეყნიდან გაიქცნენ. არასაკმარისი ხელფასები, პროფესიონალიზმის დაფასების დეფიციტი და უპერსპექტივობა. ჰო და გარბის მოსახლეობის საუკეთესო, რჩეული ნაწილი.

ამ ახსნისას უნდა დავიჯეროთ, რომ დღეს ქართველებს  უფრო უჭირთ, ვიდრე ავღანელების, სომალელებს, ბანგლადეშელებს, ან პაკისტანელებს. რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოების დონე უფრო დაბალია ვიდრე სირიაში და ლიბიაში. რომ სამუშაო ადგილები ნაკლებია, ხოლო ხელფასები უფრო დაბალი ვიდრე იემენში.

თუ ვინმე მზადაა დაუჯეროს ამ თეზისებს - მზად ვარ გავატარო. დაიჯერეთ, თქვენი ნებაა. თქვენს სამყაროში ხომ ყოველთვის ყველაფერში დამნაშავეა მთავრობა, ხალხი კი ანგელოზთა კრებაა, რომლებსაც მალე ფრთები გაეზრდებათ.

იმათთვის, ვინც ვერ იჯერებს, რომ საქართველო ავღანეთზე ღარიბი და სირიაში საშიშია, არის მეორე ახსნა. ბევრად უფრო რეალისტური, და მაშასადამე, უსიამოვნო.

საქართველოს მოსახლეობაში მუქთახორების და უსაქმურების პროცენტი ბევრად  უფრო მაღალია, ვიდრე სხვა, თუნდაც უფრო ღარიბ და ჩამორჩენილ ქვეყნებში.

ეს ის კატეგორიაა, რომელიც დასაქმებაზე უარს ამბობს იმის შიშით, რომ მათხოვრული შემწეობა არ დაკარგოს, რომელიც ვერ იაზრებს, რომ დასაქმება  - არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ღირსების საკითხიც არის.

ის კატეგორია, რომელიც მუდმივად მიიჩნევს, რომ  ვიღაცას მისი ვალი აქვს, პირველ რიგში კი სახელმწიფოს. სასაცილო სანახავი იყო, კარვებში მცხოვრები ქართველები საფრანგეთში და მათი მოთქმა - „მთავრობამ მოგვხედოს“. გეგონება ეს არა პარიზში, არამედ სადმე გურჯაანის რაიონში ხდებოდეს, მორიგი წყალდიდობის შემდეგ,

ასევე სისულელეა ის, რასაც ბოლო წლებში დაჟინებით იმეორებს თითქმის ყველა - „ემიგრაციაში საუკეთესოები მიდიან“.

ალბათ ასეთებიც იქნებიან - მაღალი დონის პროფესიონალები, ან ახალგაზრდა, პერსპექტიული სტუდენტები, არც უმაგისობაა. მაგრამ ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მამრობითი სქესის და პირველ რიგში ისინი, ვინც არა თავისი პროფესიით მიდიან, არამედ შემწეობას და თავშესაფარს ითხოვენ - ძირითადად გენეტიკური ნაგავია, არაფრის მაქნისი მათხოვრები.

თანაც დაუკვირდით ვინ მიდის - არა „ლიბერასტები“ ან „ამერიკის მონები“, არამედ ტრადიციული მამა-პაპური, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, და სხვისი უკანალების მცველები. ევროპას კი აგინებენ, მაგრამ თავშესაფრის მისაღებად რიგებში პირველები დგანან.

ტრადიციული ქართველი, როგორც ყველაფერში, ამაშიც მატყუარა და თაღლითია.

სწორედ მათ გადაუჯოკრეს ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობა ასობით მილიონია, ხოლო საშუალო ხელფასი - 100-120 დოლარი თვეში.

ამ კატეგორიას ვერანაირი მთავრობა და ეკონომიკური ზრდა ვერ უშველის  - ისინი მუქთას დასდევენ, საქართველოში კი მუქთა ვერასდროს ვერ იქნება ისეთი, როგორც ევროპაში ან ამერიკაში.

ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს თავშესაფრის მინიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის. არავითარი „გამონაკლისი“ - როგორც კი ევროპა დატოვებს თუნდაც ერთ ხვრელს - მთელი ეს ჯოგი სწორედ იმ ხვრელისკენ მიაშურებს.

მხოლოდ და მხოლოდ სრული, უპირობო აკრძალვა. არც ერთი თავშესაფარი საქართველოს მოქალაქეებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში  უსაქმური და ბირჟავიკი საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა