მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

ნახვები: 636 მაიკლ როთი - ზოგიერთის იდეა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, სერიოზული შეცდომა იქნება

ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, სერიოზული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwärts-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის.

„ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება დაუშვას, არის საქართველოს მთავრობასთან კანონში კონკრეტულ ცვლილებებზე მოლაპარაკებების წარმოება. ეს კანონის პრინციპულ დონეზე მიღების ნიშანი იქნება. ამის ნაცვლად, პოზიცია ნათელი უნდა იყოს: ეს კანონი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად გამოყენებული ვერ იქნება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანების სტატუსს არანაირი წონა აღარ ექნება. ეს სერიოზული დარტყმა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სამაგალითო იყო, როდესაც საქმე ევროკავშირთან დაახლოებას ეხებოდა.

მაგრამ ასევე არ მჯერა მთავრობის კურსისთვის მოსახლეობის დასჯის. ჩემი აზრით, ზოგიერთი ადამიანის იდეა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ სერიოზული შეცდომა იქნება. საქართველოში ახალგაზრდა ხალხი, განსაკუთრებით, ამის ფასს გადაიხდის. იმედი უნდა მივცეთ, რომ ევროპაში კარი ღია დარჩება თუ საქართველოს მთავრობა მის „საქანელა“ პოლიტიკას შეწყვეტს ევროკავშირსა და რუსეთს შორის”, - განაცხადა როთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა