კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას

ნახვები: 571 ირაკლი კობახიძე - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას

არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით სამების ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, თუმცა „არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას“.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე. ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არს ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გააერთიანა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის ადამიანებს შორის სიყვარული. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ასევე გავერთიანდეთ ჩვენს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა