ევროკომისია: საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს – თბილისთან ურთიერთობა შეზღუდული დარჩება, ვიდრე ხელისუფლება კურსს არ შეცვლის
ირმა ინაშვილი კობახიძეს: თქვენ თესავთ სიძულვილსა და ზიზღს, ცდილობთ, პოლიტიკური ოპონენტები შეთქმულებაში დაადანაშაულოთ
სააკაშვილი ივანიშვილს: ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გიბედავს ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?
კაზინოები, საპატრიარქო და დუმილის ფასი
ზელენსკი: ევროკავშირი უკრაინისთვის საგანგებო დაფინანსების მექანიზმს აამოქმედებს – აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე პოზიციები შევაჯერეთ
სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა
War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day

ღარიბაშვილის აღიარება - „სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული“

ნახვები: 436 ღარიბაშვილის აღიარება - „სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული“

„სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს," - განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო, ისე როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. სრული მობილიზება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ბევრ მუნიციპალიტეტში, ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და ჩვენს გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულები. მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას" - განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა