კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში

ნახვები: 430 ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ მენტალიტეტში“, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანა ბუჩუკური „ხალხის ძალის“ წევრის სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ მას დანაშაულები აქვს ჩადენილი, არამედ ის, რომ დღესაც არ აქვს გადაფასებული და შეფასებული თავისი დანაშაულები.

„ოღონდ, ეს იყო სისტემური დანაშაულები და არა – ერთეული შემთხვევები. სისტემური დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც ერთი ადამიანის ტრაგედია არ იყო, აქ იყო ასახული ის, სისტემამ ადამიანი ჯერ როგორ მოკლა და რა არ გააკეთა დამნაშავეების დასჯისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმით არის მძიმე და უნიკალური, რომ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე და არა ინდივიდვალურ გადაცდომებთან. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს ეძახის. მათი მმართველობიდან 11 წელია გასული და მათ წარსულის გადაფასება არ გაუკეთებიათ, რასაც „ნაცური მენტალიტეტი“ დავარქვით. მათ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ათ წელზე მეტია ხელისუფლებაში არიან და როცა ახლა ახსენდებათ, რომ თურმე, ვიღაცეები დასასჯელები არიან, ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთისთვის ლეგიტიმაციის წყარო არიან – ერთი ჯოხის ორი ბოლო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა