კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება იყო სიყალბე

ნახვები: 513 ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება იყო სიყალბე

„ნაცმოძრაობის“ პარტიული არჩევნები იყო სიყალბე, მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება იყო სიყალბე, რადგან არჩევნების შემდეგ სააკაშვილი არ გათავისუფლდა. ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ მუხტი იშლებაო და ახლა გაცილებით მცირემასშტაბიანი მიტინგებია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, ზოგადად, ნებისმიერი სიყალბე აუცილებლად აშკარავდება.

„„ნაცმოძრაობას“ ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია, მაგრამ ის რომ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ცალკე დაამარცხებს, ამის იმედი არ მაქვს. ვისაც ამ ქვეყნის წარმატება უნდა, ისეთ კონფიგურაციას უნდა უგულშემატკივროს, სადაც ხელისუფლება დამარცხდება. სიყალბით არაფერი იცვლება. ოპოზიციის კონფიგურაცია გონივრულად უნდა იყოს მომართული, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არ მაინტერესებს, მაგრამ მოქალაქეები ხედავენ, რომ სააკაშვილი ისევ ციხეშია, ასობით მიტინგები არ ტარდება. სააკაშვილი მაშინ გათავისუფლდება, როცა ივანიშვილი დამარცხდება. ამომრჩეველმა უნდა დასვას კითხვა, რატომ სჯეროდათ, რომ ვინმე სააკაშვილს გაათავისუფლებდა და ციხეში შევარდებოდა?“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა