კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ონის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 459 ონის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ონის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.

„მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი ,რომლებიც სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ, ასევე რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რაჭა-ლეჩუმ- ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად მიიღო მონაწილეობა დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაციაში.

ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები“,- ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა