პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ნახვები: 585 „ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers 15 აგვისტოს გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში.

რაც შეეხება The Killers-ის პოზიციას, ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ უნდოდათ ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს იხდიან.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხი დადებითად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ამოვიდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“, – ნათქვამია ჯგუფის The Killers განცხადებაში.

15 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ სცენაზე, ჯგუფის The Killers კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანეს, რასაც კონცერტზე დამსწრე მაყურებლების უკმაყოფილება მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა