Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება - მანჯგალაძე

ნახვები: 403 სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება - მანჯგალაძე

საქართველოში საზოგადოებას უჭირს, პანდემიაა, 22-ე დღეა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და „ქართულ ოცნებას" საქმე საღლიცინოდ და საქილიკოდ არ აქვს, განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, "სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილი ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება.

„არსებულ მძიმე ვითარებას, ხელისუფლება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და ყველაფერს სერიოზულად უნდა მიუდგეს. მათ ვერც სხვის შეცდომებზე ისწავლეს და საქართველოს ისტორია არ იციან, მაგრამ უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდნენ, რადგან ადამიანების მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ დიდი სოლიდარობა. ის, რომ სააკაშვილი შიმშილობს, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება. მმართველი გუნდი ამას უნდა აცნობიერებდეს. როცა ამას ვამბობ, ვინმეს მომხრე, იმისტი და ამისტი კი არ ვარ, საქართველოს მომხრე ვარ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მინდა. მიხეილ სააკაშვილის კრიმინალებთან და ისეთ გარემოში გადაყვანა არ უნდა მოხდეს, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნება. პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ" არ უნდა გარისკოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა