კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“

ნახვები: 552 ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“

რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ.

„ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება, გარდა ამისა, მათი ფორმალური დაჯგუფება არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის, შესაბამისად, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები. რაც უფრო მეტი იქნება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით, მით უკეთესი. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მთავარი დონორი. აქედან მისი ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი, როგორც ერთგვარი რეალური ლიდერი რადიკალური ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა