კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

ნახვები: 469 ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი პირველი არის დეპოლარიზაცია, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს ის საქართველოში, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბუნებრივ კატასტეროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

კობახიძის თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაცია ვერ განხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში, ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა