თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

ნახვები: 717 შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული - 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.

პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: "ტტ"-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, "კომპაქტის" და "არკუსის" მოდელების 2 პისტოლეტი, "გეკოს" ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 36 700 დოლარი.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა