თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიგა ბოკერია - „რამის თავი თუ გაქვთ მიგვიღეთ, თუ არა და კარგად იყავით“ - ეს რა აბსურდია? ვის ეუბნები?

ნახვები: 523 გიგა ბოკერია - „რამის თავი თუ გაქვთ მიგვიღეთ, თუ არა და კარგად იყავით“ - ეს რა აბსურდია? ვის ეუბნები?

საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და პუტინისტურ ტალღაზე დაყენება უნდათ, რომ „დასავლეთმა მიგვატოვა და სხვა გზა არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, თბილისის მერის, კახა კალაძის ნატო-ზე გაკეთებულ განცხადებას.

აღნიშნულ კონტექსტში ბოკერიამ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე NATO-ს წევრობაზე უარს ეუბნებოდნენ.

"იმის მსგავსი იყო, ბუქარესტში ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ ისტორიული შეცდომა რომ დაუშვა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. ამ ტონით კი არ იყვნენ: „თუ რამე გინდათ, მიგვიღეთ და თუ არა და კარგად იყავით“ - ეს რა აბსურდია? „კარგად იყავით“ ანუ მიგვატოვეთ ბოლომდე?! ისინი აგრძელებდნენ, სწორი გაგებით, აგრესიულ ლობირებას. ეს გზავნილი კი არ ჰქონდათ, „რამის თავი თუ გაქვთ“ - ეუბნებოდნენ და მუშაობდნენ იმ ქვეყნების შიდა პოლიტიკურ სპექტრზე, შეერთებულ შტატებში, ევროპის სკეპტიკურ ქვეყნებში, რომ ისინი მორალური და პრაგმატული არგუმენტებით დაერწმუნებინათ, რატომ არის საჭირო მათი ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში.

ამას უნდა აკეთებდეს ნორმალური მთავრობა. თუ იქ უნდა, რომ ვინმეს შეუტიოს მორალური პოზიციებიდან, მაშინ ეგ ლეგიტიმური იქნებოდა. ეს გზავნილი სრულიად საპირისპიროა, რაც გააკეთა ღარიბაშვილმა. „კარგად იყავითო“, ვის ეუბნები ან საკუთარ ხალხს რას ეუბნები? უნდა შევეშვათ მცდელობას, რომ დაცულები ვიყოთ და რაიმე ალტერნატიულ გზას გვთავაზობენ საქართველოს გამთლიანების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების? - არა.

უსინდისო მცდელობაა, საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად, თითქოს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა კი არ არის, რომ ყველა შემთხვევაში მიაწვეს, თითქოს თანასწორ მდგომარეობაში ვართ მათთან", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, ამ მთავრობის წარმომადგენლები არც ვაშინგტონში, არც ბერლინში, არც პარიზში, არსად მუშაობენ ნატო-ს საკითხის დაყენებაზე, ამასთან, განმარტავს, რომ ვილნიუსშიც არ უცდიათ, ჩვენი საკითხის დაყენება.

„სხვა ჩვენს ნაცვლად ამაზე ვერ იზრუნებს. თუ შენ არ ლობირებ და თუ არ აწვდი მოკავშირეებს დამატებით არგუმენტებს, რომ მათ შენ მხარე დაგიჭირონ იმისთვის, რომ საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს, ეს არ მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება ნორმალური და არა პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლება“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.

„ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს, ეს არის ნატო-ს წევრობა. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, მზად ვართ ბატონო! არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ „კარი ღიაა, კარი ღიაა“, არ გვინდა ეს „ღია კარი“. თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება, მიიღეთ ჩვენი ქვეყანა და გახადეთ ნატო-ს წევრი!“ - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა