კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ბოტკოველი - მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს ფარცხალაძის, ღარიბაშვილისა და კალაძის მიმართ

ნახვები: 516 გიორგი ბოტკოველი - მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს ფარცხალაძის, ღარიბაშვილისა და კალაძის მიმართ

მოვითხოვთ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ხელისუფლებაში იმყოფება „დანაშაულებრივი ბანდა, რომელიც ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას“.

„ჩვენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, რომ კონკრეტული ფაქტებით დასტურდება იმ ადამიანების დანაშაული, რომელთაც დღეს ძალით აქვთ შეპყრობილი ხელისუფლების სადავეები. მთავარი დამნაშავე, მთავარი რუსი ოლიგარქი, რუსი ჯაშუში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, ასევე მისი კონკრეტული წარმომადგენლები. ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონკრეტული ფაქტები გამოაქვეყნა და დაასანქცირა. საუბარია, რომ ფარცხალაძე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში წარმოადგენდა რუსეთის ინტერესებს და ის არის დადასტურებულად რუსი ჯაშუში, "ფეესბეს" აგენტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს. ასევე, ვსაუბრობდით დანაშაულებზე, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ე.წ. პრემიერი, დედაქალაქის მერი. იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილის ოჯახი მილიონებს შოულობს, ასევე, მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ბანდა, სწორედ მის ქალაქში, დედოფლისწყაროში ადამიანები შიმშილით არიან შეპყრობილები. ვნახეთ, ფერმერების მიერ გამართული აქციები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ხორბლის მოსავალზე, ისინი მოითხოვენ პროდუქციის რეალიზებაში მხარდაჭერას.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან კავშირებით, საქართველოში ხდება, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, რუსეთის მიერ მოპარული ხორბლის შემოდინება, საქართველოში არსებულ მოსავალს კი ფასი გაუფასურებული აქვს. ვსაუბრობდით, რომ ის ბანდა, რომელიც კახეთში მოქმედებს, თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ყურძნის ბიზნესს, ამაში ჩართულია ღარიბაშვილთან დაკავშირებული ადამიანები. კახეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გუშინ საგამოძიებო ჟურნალისტების მხრიდან კონკრეტული ფაქტები ვნახეთ, სადაც დასტურდება, თუ როგორი დამნაშავეა ამ ქვეყნის პრემიერი, როგორი დამნაშავეა თბილისის მერი კახა კალაძე, რა ბიზნეს აქტიურობას და რეკეტს ეწევა ფარცხალაძე. მოვითხოვთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილსა და კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით და ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს და ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას“,- აღნიშნა ბოტკოველმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა