მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

ბენ ჰოჯეს: საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა მნიშვნელოვანია

13.11.2020 ნახვები: 1245

საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი მოსაზრებით, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეეძლოთ, კრემლის ნაცვლად მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალა განელაგებინათ.
„ჩემი აზრით, რუსული ძალები, რომლების განლაგებაც მთიან ყარაბაღში დღეს ხორციელდება, უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად, მსგავსად დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისი თქმით, რეგიონში რუსეთის სახმელეთო ჯარების საოკუპაციო ძალად ყოფნა სასარგებლო არ იქნება და ამ ფონზე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა მნიშვნელოვანია.
„სომხეთში, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა