კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს - ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! - „ეფესბეს” კი არა, საქართველოს ვიცავ

ნახვები: 600 მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს - ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! - „ეფესბეს” კი არა, საქართველოს ვიცავ

თქვენ ხართ “ეფესბეშნიკები”, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თაკო ჩარკვიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის პარლამენტის ფოიეში მოხდა.

“ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.

“ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა