კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - სავალუტო ფონდმა პროგრამა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ შეაჩერა და ამას მალავდნენ

ნახვები: 563 რომან გოცირიძე - სავალუტო ფონდმა პროგრამა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ შეაჩერა და ამას მალავდნენ

სავალუტო ფონდმა პროგრამა შეაჩერა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ და ამას მალავდნენ - აღდგენაზე საუბარი უნდა დაწყებულიყო 17 -18 ოქტომბერს, თუმცა, ასეთ ვითარებაში არავინ პროგრამას არ აღადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგრამა არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის და ნდობის მთავარი ფაქტორი, ამიტომ მისი შეჩერება უარყოფით გავლენას იქონიებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის და ნდობის მთავარი ფაქტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საქართველოს საფინანსო პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. პროგრამის მეორე მხარე არის შეღავათიანი კრედიტები, რომელსაც ქვეყანა იღებს და ეს არის 300 მილიონიანი პროგრამა. პროგრამის შეჩერება არის ძალიან ცუდი სიგნალი და უნდობლობა საქართველოს ფინანსური ხელისუფლებისადმი, ასეთი რამ ხდებოდა შევარდნაძის დროს. შევარდნაძის დროს პროგრამა წყდებოდა, როცა ფონდის, ან მსოფლიოს ბანკის სხვა რესურსები იფლანგებოდა და კორუფციულ სისტემას ხმარდებოდა. პროგრამის შეჩერებას მალავდა ეროვნული ბანკი. სამიოდე დღის წინ, სავალუტო ფონდის განცხადებით გაირკვა, რომ პროგრამა თურმე არის შეჩერებული, ის შეაჩერეს სწორედ თურნავას კანონად წოდებული, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების შემდეგ, რომელსაც ვეტო დაადო პრეზიდენტმა, თუმცა, მაინც დაძლია პარლამენტმა, მაშინ გაჩერებულა პროგრამა და ამას მალავდნენ. ფონდის პროგრამის აღდგენაზე საუბარი უნდა დაწყებულიყო 17 -18 ოქტომბერს, რაც გამორიცხულია, ასეთ ვითარებაში არავინ პროგრამას არ აღადგენს და მე ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ ფონდის მისია ჩამოვიდეს საქართველოში”, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა