თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად

ნახვები: 570 ლევან ბეჟაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად

ირაკლი კობახიძის განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: “გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად - კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში”.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმდინარე დავის გამოძახილია.

“მგონი, საქმე გვაქვს მოდელირებულ ქრონიკასთან და ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე, სერიოზული პასუხი რთულია. კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული ხელმოწერის პროცედურა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი, საკანონმდებლო საქმიანობაში საბოლოო როლი ეკუთვნის პრეზიდენტს რომ ხელი მოაწეროს, თუ ხელს არ აწერს მაშინ ხდება ვეტოს პროცედურა, თუ ვეტო დაიძლევა და პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და ის შედის ძალაში. ეს განცხადება მოდელირებულ ქრონიკას ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების გაკეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად. ალბათ, უფრო გამოძახილია იმ დავისა სტატუსი თუ უფლებამოსილება, ამის გამიჯვნა და ინტერპრეტაციით ხდება ახლა ამ თემის წამოწევა. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაც სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მოდელირებული ქრონიკა დავარქვათ ამ კაზუსს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა