კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობის საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება

ნახვები: 564 გია ვოლსკი - ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობის საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება

არსებობს „ნაცმოძრაობის“ გარკვეული სურვილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ პარლამენტში ისეთი რეზოლუციები შემოიტანონ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეხება და ამის უკან არაფერი დევს ცარიელი განცხადებების გარდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მმართველ პარტიას არ უთქვამს მხარს დაუჭერს თუ არა აღნიშნულ რეზოლუციას.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ.  ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს გარკვეული სურვილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია „ნაცმოძრაობის“, რომ პარლამენტში ისეთი რეზოლუციები შემოიტანონ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეხება და ამის უკან არაფერი დევს ცარიელი განცხადებების გარდა. მათი მოქმედებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს არ პასუხობს. რაღაც თემაზე წამოკნავლება მაშინ, როცა საქმის კურსში საერთოდ არ ხარ, არასწორი და მიუღებელია. ოჩამჩირესთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი გადმოგდებული რგოლი, რაც რუსეთს არაერთი გაუკეთებია, როცა საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებში ჩვენს პოზიციონირებას. ოჩამჩირის ბაზის მშენებლობაზე რუსეთმა 2009 წელს გამოაცხადა და მაშინ ხმა არავის ამოუღია, პირიქით, ტაშფანდური იყო, რომ როგორმე რუსეთში კულტურული ღონისძიებები ჩაეტარებინათ. რუსეთიდან მომავალ ხალხს მიხეილ სააკაშვილი საზღვარზე ხვდებოდა. მაშინაც და დღესაც ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბაზის მშენებლობა უშველებელი რესურსის მობილიზებას უკავშირდება, რაც იმ რეალობას არ შეესაბამება, რაშიც რუსეთი იმყოფება საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს ისეთი თემა არ არის, რასაც იგნორი უნდა გაუკეთო. საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება, თუმცა ვნახოთ, წინასწარ ნურაფერს დავაანონსებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა