მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის - ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 500 უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის დახმარების შემცირება მესამე მსოფლიო ომის რისკს ზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მეშინია თუ არა, რომ მხარდაჭერა შემცირდება? არის მსგავსი რისკები. მაგრამ ეს არ არის რისკი მხოლოდ უკრაინისთვის. თუ თქვენ არ დაეხმარებით უკრაინას, მაშინ რუსეთი გაძლიერდება. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი, იმ შემთხვევაში, თუ ომი არ დასრულდება, რუსეთი ისევ დაბრუნდება და მთელ უკრაინას გაანადგურებს. შემდეგი კი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიან.

ამიტომ დახმარების შემცირება ყველასთვის რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენი საერთო რისკები მოიცავს იმას, დარჩება თუ არა ევროპა და ნატო ერთიანი და დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთისთვის სასარგებლოა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა