მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რეგულირების სააგენტომ „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

ნახვები: 559 რეგულირების სააგენტომ „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შპს „ყელ-ყურ- ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკამ, ოთხ პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

„შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული მომსახურება“, – აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.

მათივე ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა