კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში საჭირო რაოდენობის ხმებს იშოვის

ნახვები: 535 ალეკო ელისაშვილი - არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში საჭირო რაოდენობის ხმებს იშოვის

ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს - გულახდილად რომ გითხრათ, არ მეპარება ეჭვი, რომ სათანადო ხმებს მოაგროვებენ! - ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან.

„პარტია „მოქალაქეებს“ პარლამენტში ორი მანდატი აქვს და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ქეთი თურაზაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამოვრიცხავთ, მაგრამ არა თუ გამოვრიცხავ, არამედ არ მეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ხმებს ოპოზიციაში იპოვიან! ეჭვმიტანილები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და “ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები არიან. როცა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა იყო, 95-96 ხმა დაფიქსირდა. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ნაწილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, რომ დღე და ღამე მოლაპარაკება და ვაჭრობა მიდის.

ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია - სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით. „ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, - განაცხადა ელისაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა