ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ არასდროს გინდათ, დაუჯეროთ ხელისუფლებას“ - „ოცნების“ დეპუტატი

ნახვები: 406 „თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ არასდროს გინდათ, დაუჯეროთ ხელისუფლებას“ - „ოცნების“ დეპუტატი

„თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ თქვენ არასდროს გინდათ, მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტება რომელ მხარეს არის, რომ მიჰყვეთ ხელისუფლებას და დაუჯეროთ ხელისუფლებას," - განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ, 8 ნოემბერს, რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც, სააკაშვილის თქმით, სასწრაფოს მანქანიდან გადმოყვანისას მიწაზე ათრიეს.

"სახალხო დამცველი შეესწრო ამას? სახალხო დამცველს უამბო სააკაშვილმა, სავარაუდოდ, ამის ნაამბობს გადმოცემაზე გვაქვს საუბარი ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის უდავო ჭეშმარიტება? თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ თქვენ არასდროს გინდათ, მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტება რომელ მხარეს არის, რომ მიჰყვეთ ხელისუფლებას და დაუჯეროთ ხელისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება მართალია. მე ვერ გეტყვით, რატომ მოიტყუება, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი.

თქვენ აბსოლუტურად უაპელაციოდ და უკრიტიკოდ ხართ განწყობილი იმ განცხადების მიმართ, რომელიც მოგაწოდათ ამ შემთხვევაში სააკაშვილმა. ამაშია პრობლემა. ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვექნება. თქვენ არ გინდათ, რომ მეტი სიცხადე გქონდეთ და გინდათ, რომ იყოთ ამ განცხადების ტყვეობაში", - ამბობს სარჯველაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა