კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტუსკის პარტია დიდი ალბათობით ფართო კოალიციის შექმნას და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს

ნახვები: 393 დონალდ ტუსკის პარტია დიდი ალბათობით ფართო კოალიციის შექმნას და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. როგორც პოლონური მედია იუწყება, ამ დროისთვის ხმათა 99,46 პროცენტია დათვლილი.

შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას „კანონი და სამართალი“ 35.65 პროცენტი აქვს, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ 30.47 პროცენტი, პარტია „მესამე გზას“ 14.43 პროცენტი, ხოლო „მემარცხენეებს“ 8.55 პროცენტი.

როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტუსკი, რომლის პარტია „სამოქალაქო პლატფორმას“ ხმების 30,47 პროცენტი აქვს, დიდი ალბათობით შეძლებს ფართო კოალიციის შექმნას, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებთან ერთად. ეს კი ნიშნავს, რომ პოლონეთის 460-ადგილიან პარლამენტში მანდატების უმრავლესობა სავარაუდოდ მათ ექნებათ.

მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ 231 დეპუტატი სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა