კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა, მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში

ნახვები: 499 შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა, მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში

სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი გარკვეულ ეთიკურ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია ტყუილ-მართლის გარკვევა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეცდება, დროული რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პარლამენტში გამომსვლელი დეპუტატი ეთიკურ ზღვარს გადალახავს.

„ბატონმა ირაკლი ძალიან ცხადად განაცხადა, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, მან თქვა, რომ იმის ფონზე, რაზეც მას საუბარი ჰქონდა, შეიძლება, იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. არ მახსენდება ვინმე, ერთი ადამიანი – ქალი ან კაცი, ბოდიში მოეხადა საერთოდ. რაც აქ ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. ვფიქრობ, ერთ რამეზე თუ გამოვიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან არის, რომ შეიძლება, ყველას მოუვიდეს რაღაც გადაცდომა, მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ირაკლიმ გამოსვლის ბოლო ნაწილთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ, როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ, ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე. თუნდაც დღესაც ანა წითლიძემ რაც იკადრა, რა სიტყვებიც თქვა. როდესაც გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, შევეცდები დროულ რეაგირებას. ყველას გამოსვლას არ ვუსმენ ხოლმე, ასე წამიერი რეაგირება ვერ მექნება რაღაცაზე, იქაც არის გარკვეული შესაძლებლობები ლავირების. მექნება რეაგირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა