ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდნენ

ნახვები: 448 საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოში ვიზიტით მყოფ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდნენ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნაზე, რომელიც ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. ასევე, ხაზი გაესვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტს.

„ჩვენ ყველამ ერთხმად ვთხოვეთ დელეგაციის წევრებს, რომ გაითვალისწინონ ქართველი ხალხის და პოლიტიკური სპექტრის განწყობა. გაითვალისწინონ ამ პარლამენტში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები, არამედ ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტებიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიტანა განხილვაზე, მაგრამ მათ ჩვენ მივიღებთ და კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, რათა გაგრძელდეს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციისკენ. ამ საკითხში ყველა ერთსულოვანი ვართ. ასევე, ვისაუბრეთ, გუშინ, სოფელ კირბალთან მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებს ვთხოვეთ, რომ თავიანთ სახელმწიფოებს საკუთარი არხებით მიაწოდონ ეს ინფორმაცია, რომ სათანადო პოლიტიკური შეფასება მიეცეს რუსულ აგრესიას, რომელიც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს იწვევს. ამ საკითხებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა უპირობოდ გვაქვს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა