კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაი ქართველებს: ოკუპანტი ვინაა? წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია?

ნახვები: 548 გიორგი ვაშაძე - ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაი ქართველებს: ოკუპანტი ვინაა? წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია?

ვეკითხები „ქართული ოცნების“ ვაი ქართველებს - ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება თქვენი მხრიდან? - თქვენს განცხადებებს ხვალ და ზეგ საერთაშორისო ასპარეზზე დაგვიტრიალებენ და გვეტყვიან, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ოკუპაციაში რუსეთს კი არა, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და ფაქტზე „ქართული ოცნების“ შეფასებებს.

მისი თქმით, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, დანაშაული და უდიდესი უსამართლობაა.

„ამ ტრაგედიის შემდეგ ვხედავთ დიდ დანაშაულს და უდიდეს უსამართლობას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ოკუპაციაში თურმე რუსეთი კი არა, წინა ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე. ეს ხომ ზუსტად ის რუსული ნარატივია, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა. ეს ყველაფერი ამ ნარატივის, რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა.

ვეკითხები “ქართული ოცნების” ვაი ქართველებს - 1993 წელს სოხუმის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა? მანამდე ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა თუ არა რუსეთმა და ეს ისტორიის გადაწერის მცდელობა არის თუ არა ანტიქართული, მოღალატეობრივი ქმედება თქვენი მხრიდან? ამხელა ტრაგედიის დროს, როდემდე უნდა მართოთ ქვეყანა პროპაგანდისტული “მესიჯბოქსებით”? “მესიჯბოქსია” პატრიოტიზმი? რუსული ნარატივის გამეორებაა პატრიოტიზმი? ეს ხომ უსამართლობაა, ეს ხომ სამართლიანობას ვერც თამაზ გინტურის ოჯახისთვის და ვერც ქვეყნისთვის ვერ აღადგენს? თქვენ ამბობთ, რომ საქართველო არის თავისი თავის მტერი? ოკუპაცია ვინ მოახდინა? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ნამუსი ხომ არსებობს, ღირსება ხომ არ უნდა დაკარგოთ ბოლომდე? კობახიძეს, ღარიბაშვილს, მდინარაძეებს და კალაძეებს ვეკითხები - ოკუპანტი ვინაა? შეიძლება, რომ მტერს მტერი არ დაარქვა და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდე ოკუპაციაში? წინა მთავრობამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? ხომ არსებობს რაღაც საზღვარი? ხომ არ უნდა დაკარგოთ ადამიანობა და ღირსება?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმითვე, აღსანიშნავია, რომ თამაზ გინტური საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს და მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავს.

„ხაზს ვუსვამ, რომ თამაზ გინტური ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს, საოკუპაციო ხაზი კი არ გადაუკვეთავს და გადასულა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე და როდემდე უნდა იყვნენ დაუცველები საქართველოს მოქალაქეები? - ამაზე გაგვეცით პასუხი, ამაზე ისაუბრეთ და დაანებეთ თავი რუსული ნარატივებით საუბარს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა