ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

პაატა მანჯგალაძე - რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული

ნახვები: 491 პაატა მანჯგალაძე - რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული

რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე ელოდება, რომ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მდგომარეობას ასახავს, კრიტიკული იქნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი, დადებითი.

"ქართული ოცნება" სულ იცვლის პოზიციას და რთულია პოზიციაში მისდიო. ხალხი, რომელიც საუბრობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს და თავისთვის დაიტოვონო, სათაგურია და თავი შეაყოფინეს ქვეყანასო, დღეს საუბრობენ, რომ დაიმსახურეს სტატუსი. მოგვცენ და იყოს ამის მთქმელი ხალხის დამსახურება.

ჩვენ ვიცით, რომ გარდა რეფორმებისა, რასაც ქვეყანას სთხოვენ, საბოლოო ჯამში, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პროცესი თავის არსით პოლიტიკურია. რეფორმები ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული. შეფასებას ველოდები კრიტიკულს და ჩვენ გვეტყვიან, რომ რეკომენდაციების ნახევარიც არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ არ უნდათ, მოლდოვას და უკრაინას დააშორონ ქვეყანა ამ გზაზე, ეს იქნება ალბათ, ჩვენთვის შესაძლებლობის მოცემის მთავარი განმსაზღვრელი, რომ კარი არ დაიხუროს და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა