კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

ნახვები: 369 „პიჯაკების საქმეზე“ მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლო პროცესი, დღეს, 11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დასასწრებად თხოვნით პენიტენციურ დაწესებულებას პარასკევს, 12 ნოემბერს მიმართა.

სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას სამართლებრივად პრეზიდენტს აქვს, თუმცა დაასწრებენ თუ არა, ჯერ უცნობია.

სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ყველაფერი გააკეტეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდა მანამ სასამართლო პროცესი არ ჩაენიშნათ.

"ჩვენ არ ვიცით რა პოზიციას დააფიქსირებენ ამჯერად, თუმცა ვიცით, რომ მთელი თვე-ნახევრის გარეშე ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ დამძიმდა და მისი ჯანმრთელობა არ დადგა ამ უდიდესი რისკების წინაშე, მანამ რომ პროცესები არ ჩაენიშნათ. ეს ნიშნავს ერთ რამეს, ხელისუფლებას მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰქონდა პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადების", - განაცხადა ბასილაიამ

ადვოკატების შეფასებით, ე.წ. პიჯაკების საქმე კომიკურია და მართლმსაჯულება დიდი ალბათობით, არ დადგება. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.

შეგახსენებთ:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 46 დღეა, შიმშილობს.

11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, სააკაშვილმა კომპრომისებზე წასვლის მზაობა გამოთქვა და მზად არის პროტესტი უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა მას გარკვეული დათქმები აქვს, იგი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, სადა შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა