თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გოჩა მირცხულავა: ნაციონალური მოძრაობის მანიფესტის მთავარი გზავნილია - „საქართველოს მოქალაქისა და სახელმწიფოსთვის“

ნახვები: 787 გოჩა მირცხულავა: ნაციონალური მოძრაობის მანიფესტის მთავარი გზავნილია - „საქართველოს მოქალაქისა და სახელმწიფოსთვის“

ენმ წინა წლებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ სტრატეგიას ირჩევს, რომელიც საქმეს და კონკრეტიკას დაეფუძნება, ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.

მირცხულავა მიიჩნევს, რომ ენმ-ს მანიფესტი საკმაოდ კარგი პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის განხილვა და რომელზე მსჯელობაც "იმ 9 წლის" პრიზმაში, ნიშნავს პოლიტიკურ უმეცრებას.

„ენმ-ს მანიფესტი საკმაოდ კარგი პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის განხილვა და რომელზე მსჯელობაც "იმ 9 წლის" პრიზმაში, ნიშნავს პოლიტიკურ უმეცრებას.

"იმ 9 წლის" გამო პარტიამ თუ მისმა ლიდერებმა პასუხი აგეს, როგორც პოლიტიკურად ასევე ინდივიდუალურადაც. ამიტომ, მუდმივი აპელაცია "იმ 9 წელზე", მომავლის მანიფესტის პრიზმაში თავად ენმ-ს ვერაფერს დააკლებს და იმათ, ვინც რეალობას თვალს ვერ გაუსწორებს, ბევრს“, - აცხადებს ანალიტიკსი.

მისვე თქმით,  ცხადია, რომ ენმ არჩევნებისთვის სულ სხვაგვარად ემზადება და დროთა განმავლობაში მანიფესტს მოჰყვება კონკრეტული ქმედებები და დოკუმენტებიც.

„უკვე ცხადია, რომ ენმ არჩევნებისთვის სულ სხვაგვარად ემზადება და დროთა განმავლობაში მანიფესტს მოჰყვება კონკრეტული ქმედებები და დოკუმენტებიც. ისიც ცხადია, რომ პარტია წინა წლებისგან განსხვავებულ პოლიტიკურ სტრატეგიას ირჩევს, რომელიც საქმეს და კონკრეტიკას დაეფუძნება. ეს კი ნამდვილად პრობლემა იქნება მისი ოპონენტებისთვის, რადგან ისინი ენმ-სგან რადიკალიზაციას და ამის საფუძველზე მის მიერ შემოთავაზებული წინადადებებისა თუ ხედვების მარგინალიზაციას არიან მიჩვეული.

ამ მოდელით იხელმძღვანელა პარტიამ გასული საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთ-ერთ რეგიონში და მიუხედავად ხელის შეშლისა და არ მომერიდება - ობსტრუქციისა, გუნდის შიგნიდან, შედეგები იყო შთამბეჭდავი“, - აცხადებს მირცხულავა.

იგი განმარტავს თუ რა არის მანიფესტის მთავარი გზავნილი.

„მარტივად, რას ამბობს მანიფესტი? "საქართველოსა და საქართველოს მოქალაქისთვის!" ანუ საქართველოს სახელმწიფოსთვის.

საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თამასაა და საინტერესოც. ვნახოთ, რამდენად შეძლებს პარტია, ამ იდეის გაშლას და ხალხამდე მიტანას, უკვე კონკრეტული გზავნილებითა და ხალხის, მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით“, აღნიშნავს ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ ენმ-მ 11 პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა