კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კვარაცხელია სერია A-ში სტატისტიკით გამორჩეული მოთამაშეა

ნახვები: 547 კვარაცხელია სერია A-ში სტატისტიკით გამორჩეული მოთამაშეა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „ატალანტას“ გაუტანა და „ნაპოლის“ მოგებაში (2:1) თავისი წვლილი შეიტანა. გაირკვა, რომ ხვიჩა სტატისტიკით გამორჩეული მოთამაშეა არა მხოლოდ სერია A-ში, არამედ – მთავარ საფეხბურთო ლიგებშიც. ამის შესახებ ანალიტიკური პორტალი Opta წერს.

„ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ სტატისტიკით ხვიჩა საკას, გრიზმანის, ვინისიუს ჟუნიორისა და სალაჰის შემდეგ „დიდ ხუთეულში“ მეექვსე ადგილზეა“, – წერია ავტორიტეტული პორტალის სოციალურ ქსელში.

„კვარაცხელიამ ამ სეზონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ფიქრობს, რომ ჩვენ ის არ გვჭირდება, რადგან გვყავს მუდრიკი და მადუეკე“, – ეს უკვე „ჩელსის“ გულშემატკივართა გვერდზე გამოქვეყნებული პოსტია.

DTFootball-ი ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით 2023/24 წლების სეზონის (საკლუბო და სანაკრებო) კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს  აქვეყნებს:

1657 წუთი (ბოლო 18 მატჩში)

გოლი – 9

საგოლე პასი – 5

დრიბლინგი – 64

შექმნილი საგოლე შანსი – 49

 1tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა