ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

რატომ მოკვდა ქართული ფეხბურთი?

11.17.2020 | 17:56 ნახვები: 913

ავრორი: თენგიზ აბლოთია

საქართველო რომ მენტალურად ორღობე-პროვინციული სოფელია, თუნდაც იქიდან ჩანს, რომ მთელი ქვეყანა დღემდე აღნიშნავს ქართული ფეხბურთის ერთად-ერთი მნიშვნელოვან მიღწევას - 1981 წელს თასთა თასის აღებას.
40 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ვხედავთ ბანერებს წარწერით „ვამაყობთ თქვენით", შენგელია-ყიფიანი-გუცაევის სურათებით. დღემდე ტელევიზიები ამ მატჩს ხშირ-ხშირად აჩვენებen და საერთოდ, დღესაც - 4 ათეული წლის შემდეგ, მესამეხარისხოვან „კარლ ცეისზე" გამარჯვება ეროვნულ სიამაყედ ითვლება.. ეს იმას წააგავს, რუსები ყოველწლიურად ისეთი მონდომებით რომ აღნიშნავენ 9 მაისს, თითქოს მეორე მსოფლიო ომი გუშინ-გუშინწინ დასრულდა.
საცოდავია ერი, რომელის 40 წელი ერთადერთი, ისიც მეორეხარისხოვანი გამარჯვებით ამაყობს, რადგანაც სხვა საამაყო არაფერი დარჩენია.
ქართულ ფეხბურთს არ ვუყურებ. არა ისე, რომ მაინტერესებს და პრინციპულად ვიკავებ თავს. არ მაინტერესებს. საქმის კურსში არ ვარ საერთოდ რა ხდება.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან რომ იყო თამაში - იმ საღამოს გავიგე, როდესაც ფეისბუკში შევედი. მეორე ტაიმი იყო ამასობაში. სომხეთთან რომ რაღაც მატჩი ჰქონდათ - მეორე დღეს გავიგე, ისევ სოციალური ქსელიდან.
არ შეიძლება გაინტერესებდეს ქართული ფეხბურთი, რადგანაც ამ მოვლენისადმი ინტერესი ნეკროფილიას წააგავს. მოგეხსენებათ - ნეკროფილია - მიცვალებულებისადმი ლტოლვას ნიშნავს.
ქართული ფეხბურთი მკვდარია. უკვე ათწლეულების მანძილზე. ის მოკვდა, მაგრამ ამას თვითონაც ვერ ხვდება და აჩრდილივით დაბორიალებს, ხალხს აწუხებს.
ქართული ფეხბურთის უსახელო გარდაცვალებას მრავალი მიზეზი აქვს და მათ შორის ბოლო ადგილზეა „ცუდი ტრენერი", ცუდი მთავრობა, კორუმპირებული ფედერაცია, და ა.შ. ესეც არის, რა თქმა უნდა - არც „ტრენერი" გვივარგა, არც მთავრობა, და არც ფედერაცია, რომლიც წევრები ძველ ბიჭებს უფრო მოგაგონებენ, ვიდრე სპორტული სამყაროს წარმომადგენლებს.
თუმცა, ფუნდამენტალური მიზეზები სულ სხვაა - ქართულ ფეხბურთში თავი მოიყარა ტრადიციული ქართული მენტალიტეტის ყველა სიმახინჯემ, ერთად აღებულმა.
მაგალითად - ფეხბურთი - პრესტიჟული სპორტია. კაი ბიჭებს მოსწონთ ფეხბურთელობა, ქალაქელ ნაშებს მოსწონთ გლამურული ფეხბურთელები, მათ ხშირად აჩვენებენ ტელევიზიებით, ამიტომაც ფეხბურთში ხშირად „სამარიაჟოდ" მიდიან, და არა სათამაშოდ.
განსხვავებით იგივე რაგბისგან, სადაც არა მატრაკვეცობისთვის, არამედ რაგბის სათამაშოდ მიდიან.
დაუკვირდით - ქართველი ნორჩი ფეხბურთელები ყოველთვის უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ზრდასრულები.
არავის არ უჩნდება კითხვა - რატომ? რა ხდება ისეთი, რომ ბავშვი, რომელიც 13 წლის ასაკში გერმანელი თანატოლის დონეზე თამაშობდა, 20 წლის ასაკში - გენეტიკური ნაგავი ხდება?
ამის ახსნა მარტივია - სანამ პატარაა - თამაშზე ფიქრობს და თამაშობს. გაიზრდება - იწყება კაიბიჭობა, ჩხუბი, სმა, გოგოები, ნარკოტიკები, შუადღემდე ძილი... და ბოლოს ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ.
კიდევ ერთი მიზეზი - ისევ ტრადიციული ქართული მენტალიტეტიდან - სიახლეების მიუღებლობა, განსაკუთრებით იმ შემთვევაში, თუ სიახლე შრომას მოითხოვს.
დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მეტ-ნაკლებად ნორმალური ნაკრები 90-ან წლებში ჰყავდა. თუმცა, ამ მოსაზრებას ვერ ვიზიარებ - ნაკრები კი არ იყო კარგი - უბრალოდ ქართული ფეხბურთი ჯერ არ იყო ისე ჩამორჩენილი მსოფლიო ტენდენციებს.
დღეს ქართველები ცდილობენ - უნიჭოდ - 80-ანი წლების ფეხბურთის თამაშს, მაშინ როდესაც გარეთ - 2020 წელია. ყოველწლიურად ფეხბურთი ვითარდება, ხდება უფრო ძალისმიერი, წარმოუდგენლად სწრაფი და მაღალორგანიზებული.
90-ან წლებში ეს ტენდენცია ჯერ დასაწყისში იყო - მაშინ მსოფლიო ფეხბურთი იწყებდა ტრანსფორმირებას და ამიტომაც ქართველები ჯერ იმდენად ჩამორჩენილები არ იყვნენ.
მოიყვანეთ დღეს 90-ანი წლების ნაკრებები და ისინი ისეთივე შედეგს დადებენ, როგორც დღევანდელები.
ქართული ფეხბურთის გარდაცვალების კიდევ ერთი მიზეზი - ჩემს სადარბაზოში მეზობლებმა მეეზოვესთვის 3-3 ლარის შეგროვებას ვერ მოაბეს თავი და ნაგავში ცხოვრობენ.
ერი, რომელიც მეეზოვისთვის თვეში 3-3 ლარს ვერ აგროვებს - ფეხბურთს ვერასდროს ვერ ითამაშებს, რადგანაც სპორტის სახეობებს შორის ფეხბურთი ყველაზე მაღალოგრანიზებული და სისტემურია.
ქართველებს არ უყვართ სისტემა. საქართველოში ყველა მღერის, მაგრამ მაღალი კლასის პროფესიონალი მუსიკოსები - თითზე ჩამოსათვლელია. იგივე ხდება ფეხბურთში. ორგანიზებულობის, დისციპლინის და ბრძოლისუნარიანობის დეფიციტი ანადგურებს საქართველოს. კიდევ უფრო ცხადად ეს ფეხბურთში ჩანს.
ხშირად გავიგებთ - აბა რაგბი, აბა კალათბურთი?
ჯერ ერთი, მაგალითად, კალათბურთი ნაკლებად სისტემურია და ნაკლებ ორგანიზებულობას მოითხოვს - თუნდაც მოთამაშეთა რაოდენობიდან გამომდინარე. რაც შეეხება რაგბს, უნდა ითქვას, რომ გამარჯვება რუსეთთან, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ საქართველოში - არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ რუსეთი არ არის რაგბის ქვეყანა.
ფეხბურთი - უნიფიცირებული სპორტია, მისი თამაში თითქმის ყველგან ისწავლეს, რაგბი კი - სულ რამდენიმე ქვეყანაშია მაგარი.
ნუ უყურებთ როგორ თამაშობს საქართველო გერმანიასთან - გერმანია არ არის რაგბის ქვეყანა.
და რა ხდება როდესაც ქართველი მორაგბეები ლიდერებს ეტაკებიან? მაგალითად, ინგლისს.. სჯობს არ გავიხსენოთ.
არ დაგავიწყდეთ - რაგბი სპეციფიური სპორტია, იქ მარიაჟობა არ გამოვა - „მარიჟისტი" მოედნიდან საკაცით გამოვა ისე, რომ რამდენიმე თვე ფეხზე ვერ დადგება. ამიტომაც ამ სპორტში მაინც სხვა ყაიდის ადამიანები მიდიან.
და ბოლო, ტრადიციული ქართული არგუმენტი. ყველაზე საყვარელი და შეუცვლელი - დიადი წარსული, ისევ ყიფიანი-შენგელია-გუცაევი.
თუმცა, არც აქაა საშველი. ეს იყო სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული ერთჯერადი ამოფრქვევა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება.
თაობა მოვიდა - თაობა წავიდა. სანაცვლოდ არავინ მოსულა. შემთხვევითი გასროლა, ისევე როგორც სხვადასხვა დროს გაისროლეს კამერუნმა, ნიგერიამ,და ლიბერიამ. ვინმეს ახსოვს დღეს ეს სამი ქვეყანა საფეხბურთო სამყაროში? რიტორიკული კითხვაა.
ქართულ ფეხბურთს ვერ უშველის ფული, ახალი სტადიონები, „კაი ტრენერიც" კი.
ქართული ფეხბურთი უნდა მოკვდეს, დაეცეს ბოლომდე, ფეხბურთელები ზიზღის ობიექტები უნდა, ფეხბურთელობა კი დასაცინები გახდნენ.
სწორედ მაშინ, როდესაც ამის მიუხედავად, ფეხბურთში წავლენ ძლიერი ნებისყოფის ადამიანები და არა მაიმუნი-მარიაჟსტები - შესაძლოა ქართულ ფეხბურთს რამე ეშველოს.
მანამდე კი - შეეშვით ნერკოფილობას.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა