ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე“ - მოშიმშილე დეპუტატებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს

ნახვები: 400 ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე“ - მოშიმშილე დეპუტატებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს

„ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე, მაგრამ მაინც შემოვედით," - განაცხადა დღეს, 17 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ენმ-ს წარმომადგენელმა ანი წითლიძემ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ზუგდიდის საკრებულოს წევრებიც შიმშილობენ.

მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და თქვეს, რომ მმართველ გუნდს ბიუჯეტის მიღების საშუალებას არ მისცემენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე წერს, რომ საკრებულოში პოლიცია გაგზავნეს და მოშიმშილეების ადგილიდან გაყვანას ძალით აპირებენ.

"მოშიმშილეებმა გადმოინაცვლეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ჭიდაობა მოგვიწია ლეიბების შეტანაზე, მაგრამ მაინც შემოვედით.
ვადაგასულ საკრებულოს არ მივცემთ უფლებას არა ზუგდიდელების არამედ საკუთარი კეთილდღეობის ბიუჯეტი მიიღონ", - წერს ანი წითლიძე სოციალურ ქსელში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა