კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას უპირისპირდება

ნახვები: 370 სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას უპირისპირდება

„ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს უფრო ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა პატიმრებს 4 წლის განმავლობაში" - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 49 დღეა, შიმშილობს. სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ამავე მოთხოვნით შიმშილობს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და ენმ-ს 10 დეპუტატი.

„რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია - ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა