კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს

ნახვები: 488 ლევან ხაბეიშვილი - მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს

მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთი საუბარი „არაქართული“ საქციელია.

„ჯერ ერთი, სამართლებრივად „ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შეთითხნილია ეს ბრალი, კლანის მოსამართლეების გასამართლებულია. მიკვირს, რომ თვალების დათხრა არ მიუსაჯა გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს. დაბადების დღეზე პატიმრობაში მყოფ ადამიანზე ასეთ რამ ისაუბრო არც ქართულია და არც სჩვენს ტრადიციებშია, ზოგადად სამართალს რომ თავი დავანებოთ.

დღეს ბორის ჯონსონმა მიულოცა დაბადების დღე, მის ღვაწლზე ისაუბრა, გახარია სხვა რამეს ითხოვს. გვესმის ხომ? პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ხოლო ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს ისე მოიხსენიებენ და მათ შორის მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა