მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

დავით ზალკალიანი პომპეოსთან შეხვერდაზე: „ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა“

18.11.2020 ნახვები: 688

სახელმწიფო კანცელარიაში მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არ ყოფილა -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„არ ყოფილა მათი მხრიდან პირდაპირი ჩარევა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში.

რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ განვითარების პირობებში შეუძლია ქვეყანას, გაუჩნდეს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს", - განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშ 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მაიკ პომპეო შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას და ილია მეორეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა