კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაპოლი“ „რომასთან“ დამარცხდა

ნახვები: 556 „ნაპოლი“ „რომასთან“ დამარცხდა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „რომას“ ესტუმრა და ცხრა ფეხბურთელით დარჩენილმა, დაძაბული შეხვედრა 0:2 წააგო.

რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ სერია A-ს მე-17 ტურის მატჩი ხვიჩამ კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირველ ტაიმში არბიტრმა რომაელთა მოთამაშეებს ორი ყვითელი ბარათი აჩვენა. ამის გამო „რომას“ მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ქართველ შემტევს დაუპირისპირდა, მაგრამ მერე გადაეხვია და ინციდენტიც ამოიწურა.

„ფროზინონესთან“ სათასო შეხვედრის ჩაგდების (0:4) შემდეგ გულშემატკივრები გუნდისგან დადებით შედეგს ელოდნენ. მატჩი რთული და დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში „რომამ“ უფრო მეტი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ერთ ეპიზოდში თამაში კარგად გაამწვავა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ საიმედოდ ითამაშა. დაძაბულობა მეორე ტაიმშიც არ შემცირებულა. 66-ე წუთზე მატეო პოლიტანო უხეშობამ მწყობრიდან გამოიყვანა, მეტოქეს წიხლი მიარტყა და მოედნიდან გააძევეს.

„რომამ“ რიცხვობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა – მასპინძლების შეტევა 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

86-ე წუთზე არბიტრმა ნეაპოლელების თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენიც გააძევა და „ნაპოლის“ მდგომარეობა გამოუვალი გახდა, ამ დროს მაძარიმ კვარაცხელიაც შეცვალა.

არბიტრის მიერ დამატებულ დროში რომელუ ლუკაკუმ მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა, „რომა“ (28) კი ამ მოგებით მე-6 ადგილზე დაწინაურდა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა