კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პირველი ტელემაუწყებლობიდან 67 წელი შესრულდა

ნახვები: 509 პირველი ტელემაუწყებლობიდან 67 წელი შესრულდა

საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 67 წელი შესრულდა. საქართველოს ტელევიზიის პირველი გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავდაპირველად, გადაცემები კვირაში სამჯერ, ორი საათის განმავლობაში გადაიცემოდა. 2005 წლიდან საქართველოს ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. დღეს საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო, რადიო და ციფრულ პლატფორმებს აერთიანებს.

თანამედროვე აუდიტორიის ტრანსფორმაციისა და ცხოვრების წესის ცვლილების კვალდაკვალ, 2023 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირველი ქართული უფასო BVOD პლატფორმა 1tvplay ჩართო. 2025 წელს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი, საუკუნე შესრულდება. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ქვეყნის პირველი ტელევიზია დღეს 67 წლის გახდა და ახლა უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი აძლიერებს ქართულ საზოგადოებას და კულტურას.

„2023 წელი ჩვენთვის იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა 2024 წელს ვიწყებთ ახალი სტრატეგიული ხედვით. 2024 წლის ბოლო კიდევ უფრო დიდად მნიშვნელოვანია, რადგან 100 წელი უსრულდება საზოგადოებრივ რადიოს, პირველ რადიო სიგნალს. მგონია, რომ ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი მაყურებლის, როდესაც პირველად დაინახეს უცნაური ყუთიდან გამოსახულება და სწორედ ამ 67 წელს ითვლის ტელევიზია, რომელიც ძალიან ბევრ გამოწვევას უძლებს და მზად არის, თავისი ტელემაყურებელი კიდევ გაახაროს და გააძლიეროს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა