ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე -ვოლსკი

ნახვები: 409 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე -ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკისთვის სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები აყოლილი არიან „ნაცმოძრაობას". როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საცივში აქვთ თავი ჩაყოფილი და „ნაცმოძრაობის" ჭკუა-დარიგებას თავდახრილი უსმენდნენ.

„არ შეიძლება, კონკრეტული პარტია პირადად მიხეილ სააკაშვილს ემსახურებოდეს. სამი წელიც მალე გაივლის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას ჩამოყალიბებული აზრი უნდა ჰქონდეს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე, თუნდაც, მწვავე კრიტიკის ფორმატში მოღვაწე პარტიაზე, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე და არა - „ნაცმოძრაობის" გამარჯვებაზე.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ნიშნავს „ნაცმოძრაობის" მიმართ მორჩილებასა და ქედისმოხრას სხვა პარტიის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ პარტიების ნაწილი პარლამენტს დაუბრუნდა, იმის პერსპექტივა არ არსებობს, რომ, როგორც პოლიტიკურ ძალას შეშვენის და რა დავალებაც მათ ამომრჩეველმა მისცათ, ისე იმუშავებენ", - დასძინა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა